opera gala

sarajiSvili & inaSvili

ქართულ ოპერას მსოფლიო ისტორია აქვს. Opera Gala ამ ისტორიას აგრძელებს.წელს საქართველოში პირველად იმართება Opera Gala - ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო ღონისძიება.

Opera Gala ყოველწლიურად გაიმართება და ქართული საოპერო მემკვიდრეობის ისტორიას თანამედროვე ფორმით გააგრძელებს.

პროექტის მიზანია ქართველი და საერთაშორისო არტისტების გაერთიანება, ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა, ქართული საოპერო კულტურის უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა და საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო საოპერო რუკაზე.


specialuri mowveviT
qeTevan qemokliZe

Opera Gala 2026-ის სპეციალური სტუმარია მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.

ქეთევან ქემოკლიძე საერთაშორისო საოპერო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი შემსრულებელია. მისი კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებსა და საერთაშორისო ფესტივალებს მოიცავს, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი პარტია შეუსრულებია. 

programa |

ღონისძიება აერთიანებს საოპერო არიებს, თეატრალურ ეპიზოდებს, ცოცხალ თხრობასა და უნიკალურ საარქივო მასალას, რომლებიც ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრებას, მეგობრობასა და შემოქმედებით მემკვიდრეობას თანამედროვე სცენური ფორმით წარმოაჩენს.

პროგრამაში შესრულდება ქართული და მსოფლიო საოპერო რეპერტუარის ნაწარმოებები, მათ შორის არიები ოპერებიდან „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, „კარმენი“ და სხვა.

monawileebi |

monawileebi |

Idea Development წარმოგიდგენთ Opera Gala-ს.

Idea Development-ისთვის კულტურის მხარდაჭერა კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. კომპანიას სჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები იქ იქმნება, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ავსებს.

Opera Gala ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა - კულტურული ინიციატივა, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენა და საოპერო ხელოვანთა ახალი თაობის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა.

| SemoqmedebiTi gundi

| Cven Sesaxeb

Opera Gala – Sarajishvili & Inashvili ორი გამორჩეული ქართველი საოპერო მოღვაწის, ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის, სახელობის ახალი კულტურული პროექტია, რომლის მთავარი მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა და პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა ქართველი მომღერლების პროფესიული მხარდაჭერა.

პროექტის დამფუძნებლები ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მეწარმეების გუნდია, რომელსაც სჯერა, რომ კულტურის მხარდაჭერა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. Opera Gala-ს საფუძველი სწორედ დამფუძნებლების საერთო იდეა და სურვილია, საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული საოპერო მემკვიდრეობის ახალი თაობისთვის გაცოცხლებაში.

პროექტის განსაკუთრებული ნაწილია მისი პირადი და ოჯახური კავშირი ქართულ საოპერო მემკვიდრეობასთან. ინიციატივის გუნდის წევრები არიან ინგა გოცირიძე-ფერლი, სანდრო ინაშვილის შვილიშვილი, და მისი შვილი ალექსანდრე თავხელიძე. სწორედ ეს ოჯახური კავშირი ქმნის განსაკუთრებულ ხიდს წარსულსა და მომავალს შორის.

პროექტის თანადამფუძნებლები ასევე არიან დავით და გიორგი ფოცხვერიები, რომლებიც ალექსანდრე თავხელიძესთან ერთად მართავენ დივერსიფიცირებულ ბიზნესპორტფელს.

ბიზნესპორტფელი მოიცავს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერულ კომპანია - Idea Development-ს, რომელიც წლევანდელი Opera Gala-ს წარმდგენია, ასევე კერძო საინვესტიციო მართვისა და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Oxon Solutions, რომელიც წლევანდელი Opera Gala-ს მხარდამჭერია.
გარდა ამისა, მათი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, Lynx Motors-ისა და Lynx Retail-ის კომპანიების ფარგლებში - ლუქს სეგმენტისა და პრემიუმ ბრენდების განვითარება საქართველოს ბაზარზე.

ბიზნესპორტფელში ასევე შედის აგროკომპანია „მკისა“, რომელიც ნუშისა და მოცვის ბაღების მიმართულებით ოპერირებს.აღსანიშნავია, რომ დავით ფოცხვერია საქართველოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის, Black Sea Petroleum-ის, თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. აღნიშნული კომპანია ენერგეტიკის მიმართულებით საქმიანობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ენერგეტიკის სფეროს განვითარებაში.

პროექტის თანაავტორია ნიკა წულუკიძე — კულტურის სფეროს აქტიური განმავითარებელი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა ქართული ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას უკავშირდება. მისი ჩართულობა პროექტში ეფუძნება სურვილს, ხელი შეუწყოს ქართული საოპერო მემკვიდრეობის წარმოჩენას და ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

Opera Gala-ს საფუძველი სწორედ ადამიანების საერთო ხედვაა — მათი კულტურისადმი პატივისცემა, პირადი გამოცდილება და ქართული საოპერო მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულება. ინიციატივა აერთიანებს ისტორიას, ადამიანებსა და თანამედროვე ხედვას, რათა სანდრო ინაშვილისა და ვანო სარაჯიშვილის მემკვიდრეობა ახალი თაობისთვის თანამედროვე ფორმით გაცოცხლდეს და გაგრძელდეს.

- opera galas arqivi -

Scroll to Top